
“ჩემი მაზლი თბილისში, ორხევის დასახლებაში სახლში დაპატიჟა, გაუმასპინძლდა არყით, მერე როგორც ჩანს, მოუვიდათ შელაპარაკება და მოკლა, დაახრჩო. ჯერ გაგუდა, შემდეგ დაჭრა, თავი მოაჭრა, მკლავი მოაჭრა, ჩადო პოლიეთილენის პარკებში და ნაგვის ურნაში ჩაყარა, ჩამოიტანა და დაწვა. დაიჭირეს, უვადო პატიმრობა ჰქონდა და როგორც ჩანს, გადაუკვალიფიცირეს…მაგ კაცის გარეთ გამოშვება არაფრით არ შეიძლება. ეს არის მანიაკი, მაგისთვის პირველი მკვლელობა არ იყო, სამი თვით ადრე ანალოგიური მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი, მაშინაც დაიძვრინა თავი, რადგან მარჯვენა ხელზე თითები არა აქვს, მაშინაც დაიძვრინა თავი, რომ მე არაფერ შუაში არ ვარო და თანამონაწილეობის მუხლით გაასამართლეს” ამბობს მოკლულის ოჯახის წევრი, თეა კუდუხოვი ფორმულასთან საუბარში.