გორში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

“TV მონიტორინგის” ინფორმაციით, გორში, ვერხვების დასახლებაში, გზაზე გადასვლისას ქვეითს მანქანა დაეჯახა. 70 წლის ქალი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }