გორში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა ქალი.
შემთხვევა სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული 37 წლის ქალი გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მძღოლმა, რომელიც ქვეითს დაეჯახა, შემთხვევის ადგილი მიატოვა.
ახლობლების თქმით, დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირს ბევრი რამ შეუძლია გააკეთოს და ეს კარგად გამოჩნდა ყულევის პორტთან დაკავშირებით – ერთი თითი დაუქნიეს ბრიუსელიდან და დაეცნენ რიგში, მიხვდნენ, რომ ძალიან მძიმედაა საქმე