,,გორმედის” სამედიცინო ცენტრში ონკოქირურგიული განყოფილება გაიხსნა

„გორმედის” სამედიცინო ცენტრი მოსახლეობას ონკოლოგიური მიმართულებით ბევრ სიახლეს სთავაზობს.
ონკოლოგიური სერვისები მოიცავს როგორც დაავადების პრევენციას, ისე დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.
ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს.
მათი ცნობით, დაავადების პრევენციის მიზნით კლინიკაში აქტიურად მიმდინარეობს სკრინინგ პროგრამები – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, ძუძუს კიბოს სკრინინგი, კოლორექტული კიბოს სკრინინგი.
„მკერდის კიბოს ადრეული დიაგნოსტირებისთვის ფუნქციონირებს ახალი თაობის ციფრული მამოგრაფის აპარატი, რომელიც საშუალებას იძლევა ზუსტი დიაგნოზი დაისვას დაავადების ადრეულ ეტაპზე.
კლინიკაში ონკოქირურგიული დეპარტამენტი გაიხსნა, რომელიც უკვე წარმატებით ატარებს სხვადასხვა სირთულის ოპერაციებს. შეიქმნა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ონკობორდი, რომელიც თითოეული პაციენტისთვის პერსონალიზირებულ მკურნალობის გეგმას ადგენს. „გორმედის“ სამედიცინო ცენტრი პაციენტებს სთავაზობს პალიატიურ მზრუნველობასაც.
შიდა ქართლის მასშტაბით, პირველად, „გორმედში“ ონკოჰემატოლოგიური განყოფილება გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ადგილზე მიიღონ სისხლის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.