გორის ცენტრალურ პარკში 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს-გარდაცვლილი გამვლელებმა დილით აღმოაჩინეს

საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ახალ ბაღში, სადაც 70 წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი გამვლელებმა დილით აღმოაჩინეს.
ადგილზე იმყოფებოდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი გუშინ საღამოს სახლიდან სავარჯიშოდ და სასეირნოდ ახალ პარკში გავიდა, გამთენიისას კი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ადგილობრივები “პირველებს“ უყვებიან, ტბა, რომელშიც კაცი ჩავარდა, დაახლოებით, სამი მეტრის სიღრმისაა და ირგვლივ არანაირი შემაკავებელი ნიშანი არ არის, რომ უბედური შემთხვევა არ მოხდეს.
რა გახდა კაცის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

დეკანოზი საბა ჭიკაიძე: ვინც ცდილობს, რომ დააკნინოს, დაამციროს სიწმინდე, ასეთ ადამიანს ღირებულებების კრიზისი აქვს – საპასუხო კომენტარიც და აღშფოთებაც უნდა იყოს ზომიერი, ისეთი, როგორც ქრისტიანს შეეფერება