გორის სასამართლომ 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლაზე ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა

გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნინო გერგაულმა დააკმაყოფილა სამართლიანი არჩევების მოთხოვნა და საოლქო საარჩევნო კომისიას 15 საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლა დაავალა.

სამართლიანი ს წარმომადგენლის განცხადებით, გორის 15 საარჩევნო უბანზე, წინასწარი შედეგების ქვითარში ბათილი ბიულეტენების რაოდენობა შემაჯამებელ ოქმებში მითითებული რაოდენობისგან განსხვავებული აღმოჩნდა.
რამდენიმე წუთის წინ თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა.