გორის სასამართლომ 14 უბნის გაბათილების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი სარჩელი არ დააკმაყოფილა

გორის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ სარჩელი, საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ.
სადამკვირვებლო მისია გორის 32-ე საარჩევნო ოლქში, 14 საარჩევნო უბნის ბათილად ცნობას მოითხოვდა, რადგან მოსარჩელეების განცხადებით ამ უბნებზე ამომრჩეველთა კონსტუტუციური უფლება ხმის ფარულობის შესახებ დაირღვა.
მოსარჩელეებმა 5-საათიანი პროცესის დასაწყისშივე ორი შუამდგომლობა დააყენეს. პირველი ნებისმიერი უბნიდან საარჩევნო ბიულეტენების წარმოდგენას და ხმის მიცემის ექსპერიმენტის ჩატარებას ეხებოდა, რათა ადგილზევე გარკვეულიყო, იყო თუ არა დაცული ხმის ფარულობის საკითხი. ხოლო, მეორე შუამდგომლობად, მათ იმ დამკვირვებლების მოწმეებად დაკითხვა მოითხოვეს, რომლებიც უშუალოდ საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ და თავად აფიქსირებდნენ იმ დარღვევებს, რაც უბნებზე ხდებოდა.
გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ნინო გოგატიშვილმა შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. მოპასუხე, საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელები პროცესზე აცხადებდნენ, რომ ბიულეტენების სპეციალურ აპარატში მოთავსების შემთხვევაში მოქალაქეთა ხმის ფარულობა დაცული იყო და მოსარჩელეების პოზიციას არ ეთანხმებოდნენ.
საბოლოოდ მოსამართლე ნინო გოგატიშვილმა სადამკვირვებლო მისიის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
„ჩემი ხმის“ წარმომადგენლები აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
4 ნოემბერს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა, რითაც ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” სარჩელი დაკმაყოფილდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი რამდენიმე ელექტრონული უბნის შედეგები გაბათილდა.
26 ოქტომბრის ს წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების თითქმის 54%-ით „ქართული ოცნებაა“, სხვების ხმები კი ასე გადანაწილდა:
· “კოალიცია ცვლილებისთვის” – 11,035%;
· “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” – 10,167%;
· “ძლიერი საქართველო” – 8,81%;
· “გახარია საქართველოსთვის” – 7,768%.
ოპოზიციური პარტიები არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.
არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტი ც.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კრიტიკული საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა.
დასავლელი ლიდერები არჩევნების შეფასებისას იშველიებენ დამკვირვებლების დასკვნებს, რომლებშიც საუბარია იმ დარღვევებზე, რომლებიც ახლდა წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯო ბაიდენი – 91 წლის წინ, იოსებ სტალინმა და საბჭოთა რეჟიმმა ჰოლოდომორი მოაწყო, რომელმაც მილიონობით უკრაინელის სიცოცხლე შეიწირა – უკრაინელი ხალხისადმი ჩემი გზავნილი ნათელია: აშშ თქვენს წარსულს პატივს მიაგებს და თქვენს გვერდით დგას