გორის საკრებულოს სხდომა იწყება, რომელზეც შესაძლოა დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხზე იმსჯელონ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა იწყება. დღის წესრიგით 14 საკითხია განსახილველი, რომელთა შორის არ არის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი, რასაც საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები აანონსებდნენ, თუმცა, არსებული ინფორმაციით, საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში, შესაძლოა, ცვლილება შევიდეს და დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ.
სხდომას ესწრება თავად დავით რაზმაძეც.
საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის ინიციატივა ოპოზიციური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს ეკუთვნით.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 წევრითაა დაკომპლექტებული, თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის 19 წევრის ხმაა საჭირო.
შეგახსენებთ, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მისი ინტერვიუ „New York Times“-ში გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას