გორის რაიონში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ძადგილობრივ ვეტერინარიულ კლინიკაში ამბობენ, რომ ცხოველის მდგომარეობა ახლა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
ეს ბოლო კვირის განმავლობაში გახმაურებული მეორე მსგავსი შემთხვევაა – 6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს. ცხოველი მიყენებული დაზიანებებით მოკვდა. ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები ერთი თვის შემდეგ, 8 იანვარს გავრცელდა სოციალურ ქსელში.
დაკავებულს ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით. ამ მუხლით “ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია”, ისჯება ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ