გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკურ მარილს ყრიან

გორის მუნიციპალიტეტში გზებზე ტექნიკური მარილის დაყრა გრძელდება. პარალელურად მიმდინარეობს დაზიანებული ელექტრო სადენების აღდგენა.
აღნიშნულ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცობით, გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზებზე გაწმენდა და ტექნიკური მარილის დაყრა გვიან ღამით დაიწყო.
„თოვლმა და ძლიერმა ყინვამ გვიან ღამით პრობლემები შექმნა როგორც გზებზე, ასევე დააზიანა ელექტრო ენერგიის გადამცემი სადენები. ამ ეტაპისთვის ელექტრო ენერგია გათიშულია 22 სოფელში.
დაზიანებების აღმოფხვრა მიმდინარეობს და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლკი სამშვიდობო გეგმაზე – პრაგმატიზმი მოითხოვს ომის შეჩერებას ამ ეტაპზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევა და მსხვერპლი გაგრძელდება – ზოგს აწყობს მშვიდობა, ზოგს – ომის განვითარება, ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატია „ომის პარტიად“ გვევლინება