გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს

გორის მუნიციპალიტეტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსგან გრანტს მიიღებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საგრანტო ხელშეკრულებას ხელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენიმ დღეს მოაწერეს. მათივე ცნობით, შეხვედრა ჩინეთის საელჩოში გაიმართა.
„გორის მუნიციპალიტეტი გრანტის სახით 500 000 ჩინურ იუანს(190 000 – მდე ლარი) მიიღებს. გრანტის თანხითა და მუნიციპალიტეტის დაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე ორ სოფელში მერეთსა და ქვემო არცევში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მინისტადიონების მოწყობა განხორციელდება.
პროექტი 300 000 ლარამდე თანხას ითვალისწინებს. 110 000 ლარამდე თანხას გორის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს.
სტადიონების მოსაწყობად გორის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ