გორის მუნიციპალიტეტის მერმა საკრებულოს თავმჯდომარესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, გორში, კვერნაქის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან, მის მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, გორში, კვერნაქის დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამებისა და პეტრიაშვილის ქუჩების მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცე მოეწყო, სადაც კალათბურთის მინიმოედანიც განთავსდა.
„2023 წელს გარეგანათების სისტემა სასაფლაოს ცენტრალურ გზებზე დამონტაჟდა. სამების ტაძართან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიბეს. ის დაზიანებული იყო და სარგებლობისას საფრთხეს უქმნიდა მოსახლეობას.
პროექტის მიხედვით, მოეწყო ბეტონის კიბე მოაჯირებით, საყრდენი კედელი და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა.
სკვერი, ტაძართან მისასვლელი კიბე და სასაფლაოს ცენტრალური განათების მოწყობა კვერნაქის დასახლებაში მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით განხორციელდა“,- ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)