გორის მერია – „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გორში 3X3-ზე კალათბურთის ტურნირი გაიმართა

„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ ფარგლებში გორში 3X3 – ზე კალათბურთის ტურნირი გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, მუნიციპალურ ტურნირში I, II, III ადგილებზე გასულ გუნდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან ფულადი პრიზები გადაეცათ.
„ჩემპიონატში გამარჯვება გუნდმა „მადაგასკარმა“ მოიპოვა. მეორე ადგილი „TMG“ დაიკავა, მესამე ადგილზე კი გუნდი „ჩიხელები“ გავიდნენ. კალათბურთის ჩემპიონატში გორის მუნიციპალიტეტის 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას.
3X3 – ზე კალათბურთის ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკალათბურთო კლუბ „ივერიონის“ ორგანიზებით ჩატარადა. „შიდა ქართლის სპორტული თამაშები“ შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით უკვე მეორე წელია იმართება.
პროექტის ფარგლებში კალათბურთის გარდა მუნიციპალური ჩემპიონატები სპორტის სხვადასხვა სახეობებშიც გაიმართა.
„შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ მიზანი სპორტის პოპულარიზაცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ