გორის მერია – სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდა 2 400 მეტრი გზა. გზის სავალ ნაწილთან ერთად მოეწყო სანიაღვრეები, ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები.
„არაშენდაში გზის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 1 569 477 ლარი შეადგინა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ