გორის მერია – მუნიციპალიტეტი მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სოციალურ სერვისებს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობითაც სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, მერიის თანადაფინანსებით 14 ორგანიზაცია 19 პროექტის ფარგლებში 6 000 – მდე ბენეფიციარს სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფს.
„გორის მერია არასამთავრობო სექტორთან „სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში თანამშრომლობს. პროგრამის მიზანი მუნიციპალიტეტში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობაა.
პროექტების ბენეფიციარები არიან: შშმ ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირები, ვეტერანები, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვები, კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები.
პროექტების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებებია: შინმოვლა,
სარეაბილიტაციო კურსები, საყოფაცხოვრებო მომსახურება, სამედიცინო მომსახურება, საკვებით უზრუნველყოფა, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სასწავლო კურსები.
პროექტების თანადაფინანსების მიზნით ადგილობრივი ბიუჯეტიდან 485 400 ლარი გამოიყო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?