გორის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია მრავალსართულიანი ბინების ეზოების რეაბილიტაციას ახორციელებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოები გორის მერის მოადგილემ, ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა.
„კორპუსის ეზოებს მერია 100 % -ით აფინანსებს. პროექტი გასულ წელს დაიწყო და 2023 წელს 30-მდე ეზო მოწესრიგდა.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასფალტის საფარის დაგება და საფეხმავლოების მოწყობა, იმ ეზოებში კი სადაც სასმელი და საკანალიზაციო სისტემები ამორტიზებულია, ხორციელდება სისტემის რეაბილიტაციაც.
მრავალსართულიანი ბინების ეზოები დაზიანების მიხედვით შეირჩევა და რეაბილიტაცია წლის განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტომას ვეიცი – საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების აკრძალვა უნდა, ამაზე მეტი ავტორიტარული ქცევის მტკიცებულება რა გსურთ – ეს არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება და ისინი ქვეყანას ევროკავშირს სანტიმეტრითაც ვერ დაუახლოებენ