გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, თუთარაშვილისა და გიგაშვილის ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 217 მეტრი გზის რეაბილიტაცია.
„მოეწყობა ტრანსპორტის სავალი ნაწილი, ტროტუარები, მიერთებები, ეზოებში შესასვლელები, საგზაო ნიშნები და მონიშვნები. სამუშაოების ღირებულება 277 355 ლარია,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
