გორში, ბარნოვის ქუჩა #8 – ში მდებარე მრავალსართულიანი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს არსებული სახურავის დემონტაჟი.
„სამუშაოები „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
გარდა ბარნოვის ქუჩისა, სამუშაოები მიმდინარეობს სტალინისა (#13) და მშვიდობის (#13) გამზირებზე.
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა ოთხი მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სახურავს (სუხიშვილის ქუჩა #14, რომელაშვილების ქუჩა #179, რომელაშვილების ქუჩა #176, შინდისის გმირების გამზირი #22).
სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება , სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია – ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებას მუნიციპალიტეტი სრულად (100%) აფინანსებს.
პროექტის საერთო ღირებულების 90% – იანი თანადაფინანსების შემთხვევაში თვითმმართველობა სრულად ფარავს ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების ფინანსურ წილსაც.
პროგრამა მოქალაქეებს მათივე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.