გორის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს

გორის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წლის ღამეს პიროტექნიკას არ გამოიყენებს, – შესაბამისი ინფორმაცია მერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება”, – აღნიშნულია მერიის Facebook-გვერდზე.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ამ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოზიტიური შეფასებები მოჰყვა.
ყოველწლიურად, საახალწლო პიროტექნიკის გამოყენების გამო, საქართველოში ათობით ადამიანი იღებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ამასთან, პიროტექნიკა ზიანს აყენებს ცხოველებს, ფრინველებსა და ბუნებას.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო