გორის ერთ-ერთ სოფელში მაღაზიიდან 100 ლარის ღირებულების ყველის ნაწარმი მოიპარეს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მაღაზიიდან 100 ლარის ღირებულების ყველის ნაწარმი მოიპარეს.როგორც რეგიონული გამოცემა “ქართლი” წერს, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც გარკვეული ჯგუფის წევრები ქსელურ მარკეტში საყიდლად შედიოდნენ.
წინასწარი ინფორმაციით, ყველის ნაწარმზე დანაკლისი პროდუქტის აღრიცხვისა და გადაბარების დროს აღმოაჩინეს. შემდეგ ჩანაწერები ნახეს, სადაც ეწერა, რომ ახალგაზრდები ყველის ნაწარმს იღებდნენ და შემდეგ მარკეტიდან გადიოდნენ.
გამოძიების დეტალები მაღაზიის წარმომადგენლების უცნობია. მათი ინფორმაციით, მხილებული პირები ადგილობრივი მცხოვრებლები არ არიან.