გორის დილა სადისციპლინო კომიტეტს მიმართავს თხოვნით, ჯაბა კანკავას წითელი ბარათი გაუუქმოს

28 მა­ისს, გო­რის სტა­დი­ონ­ზე, გო­რის “დი­ლა­სა” და თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს” შო­რის მატ­ჩი­სას და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და ტრი­ბუ­ნა­ზე მყოფ ადა­მი­ა­ნებ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყო­ფილ კა­პი­ტან ჯაბა კან­კა­ვას შო­რის. თა­მა­ში რამ­დე­ნი­მე წუ­თით გა­ჩერ­და და შე­დე­გად, 85-ე წუთ­ზე “დი­ნა­მო თბი­ლი­სი” ათი კა­ცით დარ­ჩა, რად­გან კან­კა­ვა გა­ა­ძე­ვეს.

“ის, რაც გორ­ში მოხ­და, სრუ­ლი­ად სა­მარ­ცხვი­ნოა და სხვა შე­ფა­სე­ბა არ აქვს.

ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ა­ნე­ბოთ, ჯაბა კან­კა­ვა ამ­დე­ნი წელი შენი ქვეყ­ნის ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნი იყო, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი, მშვი­დი, ღირ­სე­უ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი.

იცი, რომ როცა მო­ე­დან­ზე “დი­ნა­მო” თბი­ლი­სია, ე.ი. აკა­დე­მი­ის 16-20 წლის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­მაშს უყუ­რებ.

სრუ­ლი­ად უწყი­ნარ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ბურ­თის თი­თო­ე­ულ მი­ღე­ბა­ზე, ამ 16-20 წლის ბი­ჭებს დე­დას რომ აგი­ნებ, რომ­ლე­ბიც, ასე­ვე შენი ქვეყ­ნის ასა­კობ­რივ ნაკ­რე­ბებ­ში თა­მა­შო­ბენ და პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად, გა­აზ­რე­ბუ­ლად აგი­ნებ ჯაბა კან­კა­ვას, რო­მელ­საც დედა გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს და მის­თვის ეს ყვე­ლა­ფე­რი ას­ჯერ მე­ტა­დაა ემო­ცი­უ­რი, ადა­მი­ა­ნო­ბას­თან პრობ­ლე­მე­ბი გაქვს და სამ­წუ­ხა­როდ, ვერც სწო­რად ხარ აღ­ზრდი­ლი”, – წერს “90 წუთი“ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში

რო­გორც ირ­კვე­ვა, გო­რის “დილა” სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტს მი­მარ­თავს თხოვ­ნით, ჯაბა კან­კა­ვას წი­თე­ლი ბა­რა­თი გა­უ­უქ­მოს. ამის შე­სა­ხებ კლუბ­მა ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში და­წე­რა.

“გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ გუ­შინ “დილა” – “დი­ნა­მო თბი­ლი­სის” მატჩში მომ­ხდარ სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენტს, ჯაბა კან­კა­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, პირ­ველ რიგ­ში გვსურს და­ვა­ფიქ­სი­როთ ჩვე­ნი უპი­რო­ბო პა­ტი­ვის­ცე­მა, რო­გორც კონ­კრე­ტუ­ლად ჯაბა კან­კა­ვას, რო­გორც ქარ­თულ ფეხ­ბურთში ფას­და­უ­დე­ბე­ლი ღვაწ­ლის მქო­ნე ფეხ­ბურ­თე­ლი­სად­მი, ასე­ვე ზო­გა­დად თბი­ლი­სის “დი­ნა­მოს” ყვე­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის და წევ­რის მი­მართ. აქვე ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ, რომ მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, თხოვ­ნით მი­ვა­მარ­თოთ სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტს, ჯაბა კან­კა­ვას წი­თე­ლი ბა­რა­თის გა­უქ­მე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე.

თავ­და­პირ­ვე­ლად ჩვენ არ გვსურ­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი ეპი­ზოდ­ზე ასე­თი დე­ტა­ლუ­რი ჩაღ­რმა­ვე­ბა, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კითხს მოყ­ვა არა­ერ­თი სა­ხის სპე­კუ­ლა­ცია, მათ შო­რის არას­პორ­ტულ ჭრილ­შიც, ამი­ტომ მეტი სი­ცხა­დის­თვის გან­ვმარ­ტავთ, რომ აღ­ნიშ­ნულ ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რო­გორც ჩვენ­თვის არის ცნო­ბი­ლია მოხ­და შეხ­ვედ­რა ფეხ­ბურ­თე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პი­რებს შო­რის.

ასე­ვე ვა­კონ­კრე­ტებთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ცი­დენ­ტი გრძელ­დე­ბო­და მატ­ჩის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და იგი არ ყო­ფი­ლა გან­გრძო­ბი­თი მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში. აქვე გვსურს უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­სა და პო­ლი­ცი­ას გა­და­ვუ­ხა­დოთ დიდი მად­ლო­ბა უშუ­ა­ლოდ ინ­ცი­დენ­ტის დროს მა­ღალ დო­ნე­ზე რე­ა­გი­რე­ბი­სა და მა­ღა­ლი რის­კის საფრ­თხის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის­თვის.აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ “დი­ნა­მოს” ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ერ­თად, მი­ვიდ­ნენ აღ­ნიშ­ნულ ტრი­ბუ­ნას­თან სა­ი­და­ნაც მი­ი­ღეს მხო­ლოდ პა­ტი­ვის­ცე­მა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი, რაც მი­უ­თი­თებს გო­რე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რის მხრი­დან სწო­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ქო­ნას. ფეხ­ბურ­თის ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პის – პა­ტი­ვის­ცე­მის დაც­ვას, და ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენს კლუბს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ ერთი სა­უ­კე­თე­სო გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჰყავს.” – და­წე­რა გო­რის “დი­ლის” ოფი­ცი­ა­ლურ­მა გვერდმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)