არალეგიტიმური, ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მედიის შემზღუდველ კანონპროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ის ონლაინ მედიებსა და გაზეთებს არ ეხება, მაგრამ “შეუძლიათ დამატებით გააგრძელონ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებაზე”.
გორდულაძემ ეს არალეგიტიმური პარლამენეტის კომიტეტის სხდომაზე თქვა, სადც მედიაში ცენზურის დამწესებელ კანონრპოექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს.
“ჩვენი ცვლილებები გაზეთებს და ონლაინ მედიას არ ეხება. დამატებითი გამოწვევა არსებობს, თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, დამატებით გაჩნდა ინფორმაციის გავრცელების ალტერნატიული წყაროები და ზღვა ნიაღვარი, რომელიც მომდინარეობს სხვადასხვა პლატფორმებიდან და ონლაინმედიებიდან, არის გამოწვევა და რეალურად, საზოგადოების დიდი ნაწილი ინფორმაციას ამ მედიებიდანაც იღებს. ჩვენ შეგვიძლია დამატებით გავაგრძელოთ მუშაობა ამ საკითხის რეგულირებასთან დაკავშირებით, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს, როგორც მაუწყებლებში ინფორმაციის გავრცელების კუთხით, ასევე ონლაინმედიის გავრცელების კუთხითაც. აქ წარმოდგენილი ცვლილებები ამ ყველაფერს არ ითვალისწინებს”- თქვა გორდულაძემ.