ოპოზიციის აკრძალვის კანონის “ქართულმა ოცნებამ” სესიაზე გაიტანა. კანონპროექტის განსახილველად, რომელიც “ოცნებისთვის” არასასურველი პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვას ეხება, ივანიშვილის გუნდს სულ 10 წუთი დასჭირდა. ნახვერად ცარიელ დარბაზში მხოლოდ ორი ფორმალური კითხვა დაისვა.
ლადო კახაძე დაინტერესდა, რა იქნება, თუკი კონკრეტული პირი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკურ საქმიანობას აუკრძალავს, კონკრეტული პარტიის სიაში მაინც მოხვდება.
თუ პარტია მიიღებს სიაში ჩასმის გადაწყეტილებას, ეს იქნება სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა და შესაბამისად, სისხლის სმაართლებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც სასჯელის სახით ჯარიმას ითვალისწინებს, ამოქმედდება ამ პარტიის მიმართ, – თქვა კახაძის კითხვის საპასუხოდ არჩილ გორდულაძემ.
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ლადო ბოჟაძემ დასვა, აკრძალვის ვადებს შეეხებოდა.
პასუხად არჩილ გორდულაძემ ენმ ჰიტლერის მმართველობას შეადარა და თქვა, რომ მსგავსი ზნის პირების პოლიტიკური საქმიანობა უვადოდ უნდა აიკრძალოს.
ადოფლ ჰიტლერს რა ვადით შეიძლებოდა, აკრძალვოდა პარტიის დაფუძნება? რა თქმა უნდა, უვადოდ, იმიტომ, რომ არასდროს ადოლფ ჰიტლერი თავის ზნეს არ შეიცვლიდა. ახლა კოლექტიურ ნაცმოძრაობაში გაერთიანებული რეალურად ნაცისტური განცხადებების გამკეთებელი პირები, როგორიც ადოლფ ჰიტლერი არ შეიცვლიდა თავის ზნეს, ისე არ შეიცვლიან ისინი, – ამბობს გორდულაძე.
„ქართული ოცნება“ ამზადებს სარჩელს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა წარადგინოს – მისი მიზანია იმ პოლიტიკური ძალებისა და პირების არაკონსტიტუციურად გამოცხადება, რომლებსაც ხელისუფლება ე.წ. „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ მიაკუთვნებს.
ამასთან ერთად, პარლამენტში პარალელურად მიიღება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საშუალებას აძლევს ხელისუფლებას აკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა ყველასთვის, ვისაც მმართველი გუნდი მიიჩნევს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიებთან დაკავშირებულად.