„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ ახალი სეზონი Youtube-ზე გრძელდება. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, გადაცემა ახალი რესპონდენტებითა და აქტუალური პერსონებით ბრუნდება.
გადაცემის მიზანი უცვლელი რჩება – მაყურებლებს გააცნოს იმ ადამიანების შეხედულებები, მსოფლმხედველობა და ინტერესები, რომლებიც ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებას განსაზღვრავენ; ხელი შეუწყოს მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხების მიღებას და კარგად ნაცნობი ადამიანების უცნობი პერსონების აღმოჩენას.
„არ გაჩერდეს“ რუბრიკის ფარგლებში კი რესპონდენტები იმ მთავარ მამოტივირებელ ფაქტორებზე ისაუბრებენ, რომლებიც მათ არგაჩერებისკენ უბიძგებს.
ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი სამშაბათს, 8 ოქტომბერს, 21:00 საათზე დაიდება.
გადაცემის პირველი სტუმარი ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია იქნება.
იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი -„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ და თვალი ადევნეთ სიახლეებს.