„გორბის“ კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 59.5%, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ -13.6%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 10.3%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ – 59.5%

„ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%

გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%

ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%

გიორგი გახარია პარტიას – 3.8%

ს „გირჩს“ – 2.7%

პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%

სხვა პარტიები – 3 .1%

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრას აუსტრევიჩუსი – საქართველოს მთავრობამ აღმოსავლური პოპულიზმის გზისკენ გადაუხვია – მოვუწოდებ ქართველ ხალხს, უარი თქვან რუსეთის მხრიდან სახიფათოდ დესტრუქციულ მანიპულაციაზე – თქვენ ევროპას ეკუთვნით