„გორბის“ კვლევა: საპარლამენტო ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
· „ქართული ოცნება“ – 59.5%
· „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%
· გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%
· ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%
· გიორგი გახარია პარტიას – 3.8%
· ს „გირჩს“ – 2.7%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%
· სხვა პარტიები – 3 .1%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა დიხამინჯია არის ერთ-ერთი ის რადიკალი, რომელიც ზიზღის ენით გამოირჩევა და აბულინგებს ყველას, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს. TBC ბანკი ვალდებულია გააკეთოს განმარტება როგორ აღმოჩნდა ეს მოძალადე ქალი მის საფარ ქვეშ და უხდის თუ არა ფულს კოლაბორაციაში

არასამთავრობო ორგანიზაციები გამოიყენება იმისთვის, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ამ ორგანიზაციებიდან ფული „გამოიტანონ”, ისინი არასამთავრობოების მეშვეობით საკუთარ თავს უზარმაზარ თანხებს უხდიან – ეს გიგანტური თაღლითობაა – ილონ მასკი