უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატს, ალექსეი გონჩარენკომ საკანონმდებლო ორგანიზაციაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, “პუტინის ბრძანებით საქართველოს ანადგურებს” და ის სხვა რუს ჩინოვნიკებთან ერთად სანქციების ქვეშ უნდა მოექცეს.
მან დასძინა, რომ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში, ხოლო მსოფლიოს სურს, ამ საქმეში “უკრაინის ლიდერობა იხილოს.”
“რაც შეეხება სანქციებს, მინდოდა მეთქვა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ. შეხედეთ, რა ხდება ახლა საქართველოში, რა განცხადებას აკეთებს მათი რეალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილი – რუსი ოლიგარქი, რომელსაც საქართველოს სადავეები უჭირავს ხელში. ის უკვე პირდაპირ ლაპარაკობს პუტინის ენით. ის ამბობს, რომ 2008 რუსეთი საქართველოს თავს არ დასხმია, არამედ ეს რაღაც “გლობალურმა ომის პარტიამ” გააკეთა. ასევე ამბობს, რომ 2014 და 2022 წლებში რუსეთი უკრაინაში არ შემოჭრილა, არამედ ეს სხვა ვიღაცამ ქნა.
ამასთან დაკავშირებით მე კითხვა მაქვს: რატომ არ არის ბიძინა ივანიშვილი შეყვანილი უკრაინული სანქციების სიაში, როგორც რუსი ოლიგარქი და ეს ის ადამიანია, რომელიც პუტინის ბრძანებით საქართველოს ანადგურებს. ეს არის პირდაპირი გამოწვევა ჩვენი, შავი ზღვის რეგიონის მიმართ. სხვათა შორის, მხოლოდ ამ კვირაში ოდესაში შავი ზღვის უსაფრთხოების პირველ ფორუმზე ამ საკითხებთან დაკავშირებით 20 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად ვისაუბრეთ. მსოფლიოს სურს დაინახოს უკრაინის ლიდერობა ამ საქმეში. ჩვენი ლიდერობა, რადგანაც ჩვენ უპირატესად ვართ დარწმუნებულნი რეგიონის უსაფრთხოებაში. რადგანაც სამხრეთ უკრაინის დედაქალაქი ოდესა, შავი ზღვის დედაქალაქიცაა, როგორც ამ ზღვის უდიდესი ქალაქი და პორტი. ასე, რომ მეგობრებო, შევუდგეთ საქმეს: დავასანქციროთ ყველა რუსი კრიმინალი, როგორიც ივანიშვილია და ყველა მსგავსი ადამიანი სხვა ქვეყნებში. რაც შეეხება უკრაინელ მოქალაქეებს, მოვარგოთ კრიმინალური კოდი მათ, ვინც ამას იმსახურებს”, – განაცხადა მან.