გონჩარენკო არავინ არ არის, მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ –

გონჩარენკო არავინ არ არის, მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ –
გონჩარენკო არავინ არ არის, ის თავის დროზე სწორედაც რუსული ინტერესების გამტარებელი იყო – მისნაირ არარაობებზე დროს არ დავხარჯავთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით უკრაინის რადას დეპუტატის, ალექსი გონჩარენკოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, გონჩარენკო ვერ ჩამოყალიბდა საკუთარ პოზიციაში.
„შეგახსენებთ, ვინ არის გონჩარენკო. რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის და ფოკუსშიც ვერ მოხვდა გონჩარენკო, იმიტომ, რომ ის არავინ არ არის, გარდა იმისა, რომ თავის დროზე სწორედაც იყო რუსული ინტერესების გამტარებელი და თქვენ ხედავდით მის სამკერდე ნიშანს, თუ ვის წარმოადგენდა. ამიტომ გონჩარენკოსნაირ არარაობებზე ჩვენ არც დროს დავხარჯავთ და მითუმეტეს, არც ჩვენი ინტერესი არ არის რომ მას სერიოზულად ვუპასუხოთ,” – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, უკრაინის რადას დეპუტატი ალექსი გონჩარენკო ბიძინა ივანიშვილის უკრაინული სანქციების სიაში შეყვანას ითხოვს.
“რატომ არ არის ქართველი ოლიგარქი უკრაინის სანქციების სიაში? ის სრულად უჭერს მხარს რუსულ რიტორიკას და უკვე იმავეს ლაპარაკობს, რასაც პუტინი” – განაცხადა გონჩარენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს