გონიოში მომსახურების სააგენტოსა და მართვის საგამოცდო მოედნების მშენებლობისთვის 25 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში მომსახურების სააგენტოსა და მართვის საგამოცდო მოედნების მშენებლობისთვის 25 მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად წინადადებების მიღება 21 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 24 977 500 მილიონი ლარია.
ტენდერის დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ უნდა მოხდეს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში (Design-Build მეთოდით) აჭარაში, გონიოში (ს/კ 05.36.24.234 საერთო ფართი 61017 კვ.მ, განაშენიანების ფართი 39100 კვ.მ) მომსახურების სააგენტოს შენობების მშენებლობისა და ტერიტორიის/საგამოცდო მოედნების მოწყობისათვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესრულების სახელმწიფო შესყიდვა.
მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
შესყიდვის ობიექტის მიწოდების სრული საორიენტაციო ვადაა – სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან 1005 კალენდარული დღე. მათ შორის:
285 კალენდარული დღე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოების შესასრულებლად (დოკუმენტაციის მომზადება).
720 კალენდარული დღე განსაზღვრულია დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად.
შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს: სამშენებლო სამუშაოებზე – 10 წელი, ასფალტის საფარზე – 5 წელი, ბეტონის საფარზე – 15 წელი, დანადგარებზე და აგრეგატებზე – 3 წელი, ლიფტი – 2 წელი, უწყვეტი კვების წყარო, გენერატორი და გათბობა-გაგრილების სისტემა – 3 წელი, შენობის ელ. მექანიზმები (ელ. კარები და ა.შ) – 2 წელი, დამონტაჟებულ კომპიუტერული ქსელის საკაბელო მეურნეობაზე – 3 წელი, ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაზე და მის თითოეულ კომპონენტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია/მხარდაჭერა – არანაკლებ 3 წელი. ხაზოვანი ნაგებობები (კანალიზაცია, წყალანირები, გზა, ელ. მომარაგების გარე ქსელები) – 10 წელი; ელექტრო ფურნიტურა – 1 წელი;
ტექნიკური დავალებით წარმოდგენილია: შენობა ნაგებობების; საგამოცდო მოედნის; შიდასაკომუნიკაციო გზების, ავტო სადგომის და თავისუფალი სივრცის საორიენტაციო ფართებს.
· დიდი მოედანი 7000 კვ.მ;
· პატარა მოედანი 3000 კვ.მ
· ადმინისტრაციული შენობა – 1764 კვ.მ (განაშენიანების ფართი)
· ადმინისტრაციული შენობა ტექ-დათვალიერებისთვის -144 მ 2
· მოსაცდელები პრეტენდენტთათვის და პრაქტიკული გამოცდის მიმღები თანამშრომლებისთვის – 432 მ 2
· საქვაბე – 144 მ 2
· ტუალეტები – 120 მ 2
· ავტომობილების ფარეხი – 432 მ 2
· ტექნიკური დათვალიერების ბოქსები: H=5მ-48მ 2 H=7მ-48მ 2 H=3.5მ-4*48=192მ 2
· ავტომობილების სამრეცხაო – 80 მ 2
· გენერატორის და ტრანსფორმატორის სადგომი – 40 მ2
· ჩილერები – 36 მ 2
· გზები და ავტოსადგომი – 15000 მ 2
· თავისუფალი ტერიტორია (გამწვანება საფეხმავლო ბილიკები) – 11146 მ 2
· ტექდათვალიერების ჯიხურები (3 ცალი 2X6)
· საინჟინრო კომუნიკაციები (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, ელექტრომომარაგება, წყალანირება)
· სუსტი დენები (შენობა-ნაგებობებისათვის)
ადმინისტრაციული შენობა (საერთო ფართი 5300 კვ.მ) უნდა მოიცავდეს:
· ავტო ფარეხი;
· საპირფარეშო;
· გასახდელი (ქ/კ);
· არქივი;
· სანომრე ნიშნების დასაბეჭდად განკუთვნილი სივრცე (5 თანამშრომელი), სანომრე ნიშნების დამზადებისთვის განკუთვნილი მასალის შესანახი ოთხი;
· ბალისტიკის ოთახი ავზით;
· სასწავლო ოთახი;
· სასაწყობე ფართი;
· ოთახი სერვერისათვის;
· IT თანამშრომლების სამუშაო ადგილი (3 თანამშრომელი).
· სარეგისტრაციო სივრცე (20 თანამშრომელი);
· მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის ოთახი (16 საგამოცდო ადგილით);
· მართვის მოწმობებთან დაკავშირებული სივრცე (8 თანამშრომელი);
· საცნობარო მომსახურების და გირავნობის სივრცე (6 თანამშრომელი) და გირავნობის მასალების შესანახი ოთახი;
· რეცეფშენი – (3 თანამშრომელი);
· სამოქალაქო ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღის რეგისტრაციისათვის განკუთვნილი სივრცე (4 თანამშრომელი);
· დამზადებული მოწმობებისა და სანომრე ნიშნების გაცემისთვის განკუთვნილი სივრცე (3 თანამშრომელი);
· ბანკის ოპერატორებისთვის განკუთვნილი სივრცე (8 ოპერატორი);
· ხელმძღვანელების ოთახები (უფროსი, მოადგილე);
· სველი წერტილები თანამშრომლებისთვის (ქ.კ.ი);
· სასტუმრო ოთახი (10 ერთეული);
· სასადილო დარბაზი სამზარეულოთი;
· მოსასვენებელი სივრცე ღია ვერანდებით.