გონიოში კორპუსის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა – დაშავდა ერთი ადამიანი

ფოტო – ფორმულა
გონიოში მრავალსართულიანი შენობის საყრდენი კონსტრუქცია ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია გამოცემა “ფორმულა” ავრცელებს.
ადგილზე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები.
ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.