გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა და ორი პირი დაშავდა.

ინფორმაცია ტაბულას -ში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გავრცელებული ცნობებით, მსუბუქი ავტომანქანა ერთ-ერთი სახლის წინ მდგომ სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა.

“ბათუმელების” ინფორმაციით, დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.