გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
“თოვის და შეზღუდული ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრეი სიბიგა: ცინიკურად, პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმის ბრძანება მაშინ გასცა, როდესაც დელეგაციები აბუ დაბიში ერთმანეთს ხვდებიან – პუტინმა მოლაპარაკებების მაგიდას დაარტყა

ჯორჯია მელონი: მჯერა, რომ ტრამპს შეუძლია წვლილი შეიტანოს უკრაინისთვის სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევაში, რის შემდეგაც ჩვენც შევძლებთ საბოლოოდ წარვადგინოთ ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე