გომელაური ძალადობის ორგანიზატორებს, სანქცირებულ ხარებას და ლაგაზაურს გმირებს უწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აქციებზე ძალადობის ორგანიზატორებს, -ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს “გმირებს” უწოდებს.
ეს მან ჟურნალისტებთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის გახსნაზე თქვა.
“რაც შეეხება მადლობის თქმას, მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებულად გდდ-ის სპეცდანიშნულების ბაზაზე ვართ და მათ. ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ. არიან გმირები მართლა, ბატონო ზვიადიც და ლაგაზაურიც”- ამბობს გომელაური.