გომელაური, სირაძე, სამხარაძე – „ფორმულა” ავრცელებს სიას, ვის დაუწესა სავიზო სანქციები გერმანიამ

„ფორმულასთვის” სანდო წყაროსგან ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, ვის მიმართაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამოქმედდა.
ეს გადაწვეტილება გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახალი წლის ღამეს, 31 დეკემბერს გამოცხადა. გერმანიის სავიზო შეზღუდვის სანქციის ქვეშ მოხვდნენ:
ვახტანგ გომელაური – -ს მინისტრი;
ვაჟა სირაძე – საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
ზვიად ხარაზიშვილი – შსს-ის გდდ-ის უფროსი;
მირზა კეზევაძე – გდდ-ს მოადგილე;
თეიმურაზ კუპატაძე – შსს-ს კრიმპოლის უფროსი;
ლაშა ჯოხაძე – შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
თეიმურაზ კალანდაძე – შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი;
ლაშა სალუქვაძე – შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი.
დიმიტრი სამხარაძე – პარლამენტის წევრი;
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ 31 დეკემბერს დააწესა საზღვარზე შესვლის აკრძალვა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი.
(ფოტო-მთავარი არხი)

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო კირთაძე: ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, როგორც მოქალაქისთვის ვალდებულებაა, საღი აზრის ფარგლებში, პროპორციულობის ფარგლებში, შევეწინააღმდეგო იმას, რასაც აკეთებს ქართული ოცნება

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთზე ზეწოლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი შედეგებია, მადლიერები ვართ პარტნიორების, მაგრამ მნიშვნელოვანია, აქ არ გავჩერდეთ – ზეწოლა ხელს შეუწყობს მშვიდობის დამყარებას