გომელაური, სირაძე, სამხარაძე და სხვები – ვის აეკრძალა გერმანიაში შესვლა ფორმულას ცნობით

“ფორმულასთვის” სანდო წყაროსგან ცნობილი გახდა იმ პირთა ვინაობა, ვის მიმართაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში შესვლის აკრძალვა ამოქმედდა.
ვახტანგ გომელაური – -ს მინისტრი;
ვაჟა სირაძე – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი;
ზვიად ხარაზიშვილი – შსს-ის გდდ-ის უფროსი;
მირზა კეზევაძე – გდდ-ს მოადგილე;
თეიმურაზ კუპატაძე – შსს-ს კრიმპოლის უფროსი;
ლაშა ჯოხაძე – შსს-ს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი;
თეიმურაზ კალანდაძე – შსს-ს კახეთის პოლიციის უფროსი;
ლაშა სალუქვაძე – შსს-ს ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსი.
დიმიტრი სამხარაძე – პარლამენტის წევრი;
შეგახსენებთ, რომ გერმანიამ 31 დეკემბერს დააწესა საზღვარზე შესვლის აკრძალვა ცხრა პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში იყო ნათქვამი.