გომელაური: პრობლემა არ მაქვს, თუ დამასანქცირებენ, სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის აზრით, უწყების მაღალჩინოსნის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) და მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის დასანქცირება “შეცდომაა”.
ტვ პირველის შეკითხვაზე, ელოდება თუ არა, რომ სანქცირებულთა სიაში თავადაც იქნება, გომელაური პასუხობს:
“მე პრობლემა არ მაქვს თუ დამასანქცირებენ, მე ჩემი სამშობლოს გულიზა ვაკეთებ ყველაფერს, ჩემი ქვეყნის გულისთვის ვაკეთებ”- თქვა გომელაურმა.
შეკითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის მილერის ლაგაზაურის დასანქცირება, გომელაურმა ასე უპასუხა:
“მე ვფიქრობ, რომ არასწორია, შეცდომაა ეს ნამდვილად. ასე ვფიქრობ, გაირკვევა ეს და მოიხსნება ეს ყველაფერი, რაც განაცხადა დეპარტამენტმა” – თქვა გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ