გომელაური: ამერიკელების დამსახურებაა, სანაპირო დაცვა რომ გვაქვს

შს მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ გააგრძელებს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ ქვეყნის დასახმარებლად.
ამის შესახებ გომელაურმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თქვეს.
„მინდა, მადლობა ვუთხრა ჩვენს პარტნიორებს, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე -ის იმ ოფისებს, რომლებიც წლებია, მილიონებს ხარჯავენ როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე სანაპირო დაცვაზე. დღეს რომ სანაპირო დაცვა გვაქვს ერთ-ერთ მაღალ დონეზე — 2008 წლის შემდეგ, როცა თითქმის გაგვინადგურეს ომის შედეგად”, — არის ამერიკელების დამსახურება“, — განაცხადა გომელაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ