გომელაურის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია, მას მდინარაძე ჩაანაცვლებს – მედია

,,დროების” ექსკლუზიური ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ინფორმაციას დროებას წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან აწვდის.
მისივე ცნობით, გომელაურს არალეგიტიმური პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი ჩაანაცვლებს.
ჯერ კიდევ მოქმედ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს ამ თემაზე უკვე ჰქონდა საუბარი სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირების ერთ ჯგუფთან.
,,დროების” წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელია ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეების დონეზეც.(ფორმულა)

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – გადაუდებლად აუცილებელია, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ, ხელისუფლების წარმომადგენლები ერთხელაც არ შეხვედრიან მშობლებს ან ადვოკატებს – ვინმეს მათთან დიალოგი კი არ ენატრება, მაგრამ უნდა დაიწყოს ლაპარაკი