“ოცნების” შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა იმედს განუცხადა, რომ BBC-ის ფილმში ნახსენებ ნივთიერება წინა მთავრობის დროს, 2009-2010 წლებში შეიძინეს.
იგი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ ნივთიერებას შსს 2012 წლამდე იყენებდა.
„ქრონიკამ“ ექსკლუზიური ინფორმაცია მოიპოვა – შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC-ს სტატიაშია საუბარი, შს სამინისტროს 2012 წლამდე ჰქონდა შეძენილი.
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს გომელაური.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ იარაღების ყოფილმა მთავარმა სპეციალისტმა დეპარტამენტში ლაშა შერგელაშვილმა BBC-ს განუცხადა, რომ “ოცნების” პოლიციის მიერ დარბევისას გამოყენებული ნივთიერება იგივე იყო, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოყენებისთვის სთხოვეს.
მისი თქმით, ტესტირების დროს გამოყენებული ნივთიერების ეფექტი არ ქრებოდა – “როდესაც წყლით დავიბანეთ სახე შემდეგ კი, წინასწარ მომზადებული სოდითა და სპეციალური ხსნარით, მაინც ვერ ვსუნთქავდით თავისუფლად” – ამბობს ის და აღნიშნავს, რომ წყლის ჭავლის მანქანები, სულ მცირე, 2022 წლამდე, სანამ ის სამსახურს დატოვებდა, ამ ნაერთით იტვირთებოდა.




