გოლი და საგოლე გადაცემა – წიტაიშვილის საუკეთესო მატჩი “გრანადაში”

სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურში „გრანადამ“ სახლში „რასინგ ფეროლი“ 3:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გარემარბმა გიორგი წიტაიშვილმა გოლი გაიტანა, საგოლე გადაცემა გააკეთა და 84-ე წუთზე შეცვალეს. ანალიტიკური საიტებისგან მან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: sofascore 8.4, flashscore 8.2.
წიტაიშვილმა მიმდინარე ჩემპიონატზე 26 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„გრანადამ“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის (3 ფრე და 1 წაგება) შემდეგ გაიმარჯვა, 46 ქულით მერვე ადგილზეა და 16 მარტს „კადისს“ ესტუმრება.
გრანადა – რასინგ ფეროლი 3:0
გოლები: 1:0 ლამა
(32), 2:0 სანჩესი (36), 3:0 წიტაიშვილი (58)