“გოლების გატანას უმაღლეს დონეზე კვლავ აგრძელებს” – მარტინესი რონალდოთი აღფრთოვანებულია

ერთა ლიგის მე-5 ტურში პორტუგალიამ პოლონეთის ნაკრები 5:1 დაამარცხა, აღნიშნულ შეხვედრაში ლეგენდარულმა კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა.
პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან “ალ ნასრის” ფორვარდის შესახებ ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშზე მისი თავდადება დისციპლინაში და შრომისმოყვარეობაში ითარგმნება. ის გოლების გატანას კვლავ უმაღლეს დონეზე აგრძელებს, რონალდო დიდებულია”, – განაცხადა მარტინესმა.
პოლონეთთან გამარჯვებით პორტუგალია ჯგუფში 13 ქულით პირველ ადგილს იკავებს. რობერტო მარტინესის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 18 ნოემბერს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში