გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ

გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათი ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ს პრემიერ-მინისტრ ს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისი ქვეყნის პოზიციაზე ესაუბრა. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მისი ქვეყანა მზად არის გააკეთოს ყველაფერი, რათა რეგიონში ვითარების ახალი ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული.
ამასთან, როგორც -ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, თუმცა შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტის კიდევ უფრო გამწვავება იხილოს.
მისი თქმით, შეერთებული შტატები დამწუხრებულია თავდასხმის შედეგად დაკარგული სიცოცხლის გამო.
ბლინკენის განცხადებით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და არსებობს ყველა მითითება იმაზე, რომ რაკეტა “ჰეზბოლას” გაშვებული იყო.
აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა, რომელმაც მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„სამოქალაქო პირები და განსაკუთრებით ბავშვები არ უნდა ატარებდნენ საზარელი ძალადობის ტვირთს“,- განაცხადა გუტერეშმა.
ასევე, სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ისრაელელი ხალხის მისამართით სამძიმარი გამოთქვა და მომხდარი შეაფასა როგორც „სასტიკი თავდასხმა ჰეზბოლას მხრიდან”.
ცნობისთვის, გოლანის მაღლობზე საჰაერო თავდასხმის შედეგად, დაღუპულია სულ მცირე 12 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები. დაშავებულია ათეულობით პირი. ისრაელის ცნობით, რაკეტა საფეხბურთო მოედანზე ჩამოვარდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ და პასუხისმგებლობას „ჰეზბოლას“ აკისრებს. ბრალდებებს „ჰეზბოლა“ უარყოფს.