“გოიმები არიან” — შარლიზ ტერონი ჯეფ ბეზოსზე და მის ცოლზე კომენტარს აკეთებს

შარლიზ ტერონმა თავის მეხუთე ყოველწლიური უბნის წვეულება გახსნა შაბათს საღამოს Universal Studios-ის ტერიტორიაზე. ღონისძიება ეძღვნებოდა მის მიერ დაარსებულ ორგანიზაციას Charlize Theron Africa Outreach Project, რომელიც აფრიკელი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უჭერს მხარს.

ღონისძიების დაწყებისას ტერონმა ხუმრობით განაცხადა, თუ რას ფიქრობდა ჯეფ ბეზოსსა და მის მსგავსებზე: “მგონი ერთადერთები ვართ, ვინც ბეზოსის ქორწილზე მოსაწვევი არ მიიღო,” — უთხრა მან დამსწრეებს — “მაგრამ არაუშავს, იმიტომ რომ ისინი გოიმები არიან და ჩვენ — მაგარი ტიპები.“

მას შემდეგ, რაც ვარსკვლავმა ამ ერთი სიტყვით დაახასიათა Amazon-ის დამფუძნებელი და მისი მდიდრული ქორწილის სტუმრები ვენეციაში, მან მადლობა გადაუხადა თავის აუდიტორიას:

“განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც მოიცალა და აქ მოვიდა, როცა ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მთელი მსოფლიო იწვის — იმიტომ, რომ მართლა იწვის.“

“აქ, ლოს-ანჯელესში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, უკან მივდივართ ძალიან სწრაფად,“ — განაგრძო ტერონმა. “მიგრაციის პოლიტიკამ ოჯახების ცხოვრება დაანგრია და არა კრიმინალების. ქალების უფლებები დღითი დღე ვიწროვდება; ქვიარ და ტრანს ადამიანების არსებობას საფრთხე ემუქრება; გენდერული ძალადობა კი იზრდება. ეს უბრალოდ პოლიტიკა არ არის — ეს უკვე პირადულია.”

როგორც The Hollywood Reporter აღნიშნავს, როცა აუდიტორიამ ტაში დაუკრა, ტერონმა დაამატა: “ჰო, მაგათი დედაც!”

2024 წლის იანვარში ბეზოსმა საჯაროდ დაუჭირა მხარი ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიას, MAGA-ს (Make America Great Again). მილიარდერმა ს ინაუგურაციაზე განსაკუთრებული ადგილები დაიკავა ისეთ ტექნოლოგიურ ლიდერებთან ერთად, როგორიცაა მარკ ზაკერბერგი (Facebook), ტიმ კუკი (Apple) და ილონ მასკი (Tesla).

ვრცლად