“გოგოს კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ… სთხოვდნენ, ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო” – ადვოკატი

ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე Facebook-ზე, წერს:
“30 ნოემბერს, აქციაზე ახალგაზრდა გოგოს -ს ნიღბიანი კრიმინალი პოლიციელები გაუსწორდნენ ფიზიკურად რამდენიმე ეტაპად: 1)დარბევის დროს ერთ-ერთმა კრიმინალმა პოლიციელმა ხელი კრა და დააგდო ძირს. 2) როდესაც ძირს დავარდა, მივარდა ნიღბიანი პოლიციელი და ფეხში ჩაარტყა, ამის შემდეგ გაისმა ყვირილი: “გოგოა, თავი დაანებეთ”. ამ ყვირილში და ქაოსში მოასწრო გაქცევა, მაგრამ მაინც არ შეეშვნენ – ნიღბიანი კრიმინალები მას და სხვა მოქალაქეებს სდიეს მეტრომდე – მეტროში როცა წაიქცა გაუსაძლისი ტკივილის გამო, პატრულის თანამშრომლები მივიდნენ და მას სთხოვდნენ, რომ გასაუბრების ოქმში დაეწერა ვითომ არ იცოდა დაზიანებები ვისგან მიიღო… ხვალ 11:00 საათზე დაბარებულია გამოკითხვაზე… სპეციალური საგამოძიებო სამსახური ისევ აპირებს გამოძიობანას თამაშს!! დღემდე 1 კრიმინალი – ზონდერიც არ არის დასჯილი”.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)