გოგონას, რომელსაც 5 პოლიციელის ცემას ედავებოდნენ, საგამოძიებოში უთხრეს, რომ “გაურკვევლობა მოხდა“

ლიზი თირქია, რომელსაც სპეციალური საგამოძიებო სამსახური 5 პოლიციელის ცემას ედავებოდა, ამბობს, რომ, როდესაც დაინახეს, მისი სიმაღლე, “თავიანთი აბსურდული ბრალდება უკან წაიღეს“.

თირქია დარწმუნებულია, რომ მასზე გამოძიების დაწყებას მისი და მისივე მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ.

აქციის მონაწილე ამბობს, რომ მიუხედავად იმის, რომ გამომძიებელს მომხდარი დეტალურდ მოუყვა, სამართლიანი გამოძიების იმედი მაინც არ აქვს.

საგამოძიებოში მითხრეს, რომ გაურკვევლობა მოხდა. მისვლის შემდგომ, როდესაც დაინახეს, რომ სიმაღლეში 155 სმ ვარ, უკან წაიღეს თავიანთი აბსურდული ბრალდება.

ჩემზე გამოძიების დაწყებას ჩემი და ჩემი მეგობრების დასაშინებლად აპირებდნენ, თუმცა გამორჩათ ფაქტი, რომ მანამდე წიწაკის სპრეიმაც არ გაჭრა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოვჩნდი.

აქამდე ჩემთვისაც წარმოუდგენელი იყო მსგავსი “შეცდომები” საგამოძიებო უწყებების მხრიდან, თუმცა ახლა აღარაფერი მიკვირს.

რაც შეეხება გამოძიებას – გამომძიებელს ყველა ფაქტი დეტალურად მოვუყევი, თუმცა იმ უწყებისგან, რომელსაც დღემდე არ გამოუძიებია არცერთი ძალადობის ფაქტი, როგორც პოლიტიკურ ლიდერებზე, ასევე სამიქალაქო აქტივისტებზე, რა თქმა უნდა, არ მაქვს არანაირი მოლოდინი იმისა, რომ მე აღმოვჩნდები ის ერთადერთი“, – წერს თირქია.

19 ნოემბრის აქციის მონაწილე, ლიზი თირქია საპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დღეს დაიბარეს.  როგორ მან  “პირველებს” უთხრა,  ის 5 კაცი პოლიციელის ცემაში იყო ეჭვმიტანილი.

მისივე მონაყოლის თანახმად, გამომძიებლებმა მას უთხრეს ისიც, რომ სამართალდამცველებზე ძალადობის შემდეგ ის ტერიტორიიდან გაიქცა.

საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს მშვიდობიანი აქციის მონაწილე ახალგაზრდა ამტკიცებს, რომ გომელაურის უწყების თანამშრომლებმა მას წიწაკის პრესი შეასხეს და ცინიკურად უთხრეს გაეღიმა.

ლიზი თირქიას თქმით, ის სპრეის შესხმის შემდეგ, იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, სამედიცინო დახმარება დასჭირდა.