თურქული გამოცემა Kuzey Ekspres-ის ინფორმაციით, “ვილიარეალის” 30 წლის ფორვარდი ნიკოლას პეპე ყოფილ პორნო ვარსკვლავ ტინა ტრამპზე (ნამდვილი სახელი კიანა ნიშელ ჯონსი) დაქორწინებას გეგმავს.
წყვილს 2024 წლის მერე, მას შემდეგ რაც ფეხბურთელი ყოფილ ცოლს გაშორდა, დაახლოებით 18 თვეა ურთიერთბა აქვს და ამის გაოფიციალურებას აპირებენ. პეპეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო, რომ გოგონას პორნო ინდუსტრიისთვის თავი დაენებებინა და ტინამაც ეს სურვილი შეუსრულა.
ზემოთ აღნიშნულ თურქულ გამოცემას პეპეს ნათესავების სიტყვები მოჰყავს, სადაც ისინი ამბობენ, რომ ტინა გამოცდილი თავდამსხმელის დიდი სიყვარულია.
ტრამპის გამომწერები (Instagram-ზე 1,300,000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს), პეპესთან ურთიერთობის მიზეზად ფულს ასახელებდნენ, რაც გოგონამ უარყო და განაცხადა, რომ არც კი იცის, რა თანხა დევს ფეხბურთელის საბანკო ანგარიშზე.
“მე მასთან ფულის გამო არ ვარ! ის არაფერს მიხდის. მე ჩემი ფული მაქვს. მისი 30 წლის იუბილესთვის, საკუთარი ხარჯებით, 30 000 დოლარით, მოგზაურობაში წავიყვანე. მისი საბანკო ბარათი არასდროს მინახავს”, – ამბობს გოგონა.
შეგახსენებთ, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, ეს პეპეს მეორე ქორწინება იქნება. პირველად ის ფრანგ ქალბატონზე 2017 წელს შეუღლდა და მასთან ორი შვილი აკავშირებს.
სიყვარულს რას გაუგებ – იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
“არსენალის” მორიგი გამარჯვება! “მეთოფეები” დაბრუნდნენ? [VIDEO]
პეპე საფრანგეთში დაბრუნებასთან ახლოსაა
მიქაუტაძე “დორტმუნდთან” სათადარიგოა
რომანი პორნო ვარსკვლავთან? – პეპესა და ტრამპის ურთიერთობა დადასტურდა
რეკორდული ტრანსფერი – “არსენალი” “ლილის” თავდამსხმელით გაძლიერდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს – “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “მალიორკა” დაამარცხა
[PHOTO] პეპესა და პორნო ვარსკვლავის ურთიერთობა – რა ფოტოს აქვეყნებს შეტევაში მიქაუტაძის თანაგუნდელის მეგობარი გოგონა
“ჩელსიმ” აზარის შემცვლელი აზარის ყოფილ კლუბში იპოვა [VIDEO]
მიქაუტაძე “ვილიარეალს” ამ ზამთარსვე დატოვებს და პრემიერ ლიგას მიაშურებს? – Fichajes მოულოდნელ შესაძლო ტრანსფერზე



