გოგლიჩიძის ნაცვლად – “რომამ” დანიელი მცველი ინათხოვრა

მას შემდეგ, რაც ბოლო მომენტში “რომა” “ემპოლის” საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე ვერ შეუთანხმდა, “გალათასარაიდან” იჯარით 26 წლის ვიქტორ ნელსონი აიყვანა.
ნელსონი ახალ გუნდში 25-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და ზაფხულში იტალიურ კლუბს მისი გამოსყიდვა შეეძლება.
ნელსონი ადრე “ნორდსიელანდის” და “კოპენჰაგენის” ღირსებას იცავდა, ამ სეზონში თურქეთის სუპერლიგის 11 მატჩში მიღო მონაწილეობა, დანიის ნაკრებში 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 14 მილიონი ევროა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში