გოგლიჩიძის კარგი დებიუტი სერია A-ში – “ემპოლი” “ბოლონიას” ფრედ ეთამაშა

სერია A-ს მესამე ტურში „ემპოლი“ გასვლაზე „ბოლონიას“ დაუზავდა – 1:1.
სტუმართა გუნდში საბა გოგლიჩიძის დებიუტი შედგა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. მან ანალიტიკურმა საიტებისგან ორივე გუნდიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შეფასებები დაიმსახურა: flashscore 7.4, whoscored 7.2, sofascore 7.1,
„ემპოლის“ ახალწვეული საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
„ემპოლი“ 5 ქულით მეოთხე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 15 სექტემბერს სახლში „იუვენტუსთან“ ჩაატარებს.
ბოლონია – ემპოლი 1:1
გოლები: 1:0 ფაბიანი (2), 1:1 გიასი (3)