გოგლიჩიძის თანაგუნდელი კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს

ავტორიტეტული ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “ემპოლიმ” და “ნაპოლიმ” 20 წლის იტალიელი მცველის ლუკა მარიანუჩის ტრანსფერი შეათანხმეს და ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ ზაფხულს “პარტენოპეიში” გადაბარგდება.
ფეხბურთელის აგენტმა მარიო ჯუფრედიმ აღნიშნული ცნობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
სავარაუდოდ, “ნაპოლის” ეს გარიგება 9 მილიონი ევრო დაუჯდება. მარიანუჩი იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება. მიმდინარე სეზონში მან 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლი გაიტანა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში