იტალიის თასის მეოთხედფინალში „ემპოლიმ“ გასვლაზე „იუვენტუსი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
სტუმართა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე არდიან ისმაილის ნაცვლად შესვენების შემდეგ შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: flashscore 6.8, sofascore 6.6.
“ემპოლი” 1/2-ფინალში “ბოლონიას” შეხვდება – 2 აპრილს სახლში, 23 აპრილს კი გასვლაზე.
„ემპოლი“ მომდევნო მატჩს 2 მარტს ჩაატრებს – სერია A-ს ოცდამეშვიდე ტურში გასვლაზე „ჯენოას“ დაუპირისპირდება.
იუვენტუსი – ემპოლი 1:1 (პენ 2:4)
გოლები: 0:1 მალე (24), 1:1 ტიურამი (66)
